სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

    თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

    სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

    6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.