სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აქ არავინ არიყო მიმალვაში"- ვინ აფარებს ხელს ბადრი ესებუას

    "აქ არავინ არიყო მიმალვაში"- ვინ აფარებს ხელს ბადრი ესებუას
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამეგრელოს სამხრეთ პოლიციაში მიმდინარეობს დაკითხვები ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ. დაკითხვაზეა ჯიქიას ოჯახი, სადაც დამნაშავე იმალებოდა.

    ასევე დაიკითხა მეზობლებიც. როგორც ირკვევა ამ მისამართზე ესებუა დიდხანს ვერ მიიმალებოდა, რადგან ისინი მას დააფიქსერებდნენ ან შეამჩნევდნენ საეჭვო გადაადგილებას.

    „დილით საქონელი რომ გავდენე, მითხრეს, იქით გასვლა არ შეიძლებაო. დილის 5 საათზე ყოფილა სპეცოპერაცია. ჩემი შვილი რომ ადგა და დაინახა პოლიციელები, მეზობლებთან გადარეკა, რა ხდებაო.

    არაფერი, ომიანეს სახლში ესებუა ყოფილა და აიყვანესო. პირველად გავიგეთ, რომ იმ სახლში ესებუა, ან უცხო იყო. არც მსმენია, რომ ნათესაური კავშირი ჰქონდათ. მივდიოდით მათთან, მოხუც კაცს ნემსს ვუკეთებდი. არავინ შეგვინიშნავს...“ - ამბობს მეზობელი.