სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ მუშაობს ცნობილი ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი მიმტანად ანაზღეურების გარეშე

    რატომ მუშაობს ცნობილი ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი მიმტანად ანაზღეურების გარეშე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში "ინსტაგრამზე", თავის პლატფორმაზე აქვეყნებს პოსტს:

    „გადავწყვიტე, ხვალიდან, 9 თებერვლიდან 5 დღით უსასყიდლოდ მიმტანად ვიმუშაო ბარ-რესტორან „შარდენ 11-ში“, ამავე მისამართზე, საღამოს 7-იდან 12 სთ-მდე. ე.წ ჩაი-შემოწირულობა შევაგროვო და თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში ჩავრიცხო, რომელიც ლეიკემიითა და სხვა მძიმე დაავადებით დატანჯულ ადამიანებს მოხმარდება გამოსაჯანმრთელებლად.


    საუკეთესოდ მოგემსახურებით.
    გელით.

    თუ მოსვლას ვერ ახერხებთ და გაქვთ 5-10 ლარის გამოყოფის საშუალება, გთხოვთ გამოიყენოთ ფონდის ანგარიშები:

    საქართველოს ბანკი


    #GE62BG0000000996577500

    თი ბი სი ბანკი
    #GE98TB7517536080100003

    მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“, – წერს გოგა ჩანადირი.