სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას გვირჩევენ ვარსკვლავები - ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები - ასტროლოგიური პროგნოზი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და დაფიქრდით სწორ სტრატეგიაზე, შეეცადეთ, კი არ მიჰყვეთ სიტუაციას, არამედ, მოახერხოთ მისი მართვა, შეხედეთ ვითარებას სხვისი თვალით და ისე იმოქმედეთ.

    კურო

    დღეს, შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები. ადვილად მოიპოვებთ ყველას მხარდაჭერას. მოიგებთ პარტნიორთა გულებს და აიმაღლებთ ავტორიტეტს.

    ტყუპები

    არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს და ხელი არ ჩაიქნიოთ თქვენს ჩანაფიქრზე, მიუხედავად კონკურენტების გამძაფრებული აქტიურობისა, განაგრძეთ თქვენი გზა, გჯეროდეთ, გამარჯვება აუცილებლად მოვა.

    კირჩხიბი

    სიზამრაცე ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმეების ნორმალურად შესრულებაში. ბიძგის გარეშე, გაგიჭირდებათ მობილიზება და დავალებების შესრულება, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო იპოვეთ, სწრაფად მოახერხებთ მწყობრში ჩადგომას.

    ლომი

    თქვენი აქტიურობა და ენერგია დღეს არ არის სათანადო დონეზე, შესაძლოა, პასიურობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, მაგრამ თუ საქმეს გულს დაუდებთ და თავს ხელში აიყვანთ, საინტერესო შედეგებს მიიღებთ.

    ქალწული

    თავი დაანებეთ ღრუბლებში ფრენას და მიწაზე დაეშვით, თვალი მიადევნეთ ცვალებად ვითარებას და გარშემომყოფთა რეაქციებს, თუ არ კონცენტრირდებით საქმეზე, შეცდომებს დაუშვებთ და ძალიან ინანებთ ხელიდან გაშვებულ შანსებს.

    სასწორი

    დაბნეულობამ, ან ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, დღის ჩვეულ რიტმს მოგწყვიტოთ, ამიტომ, გააკონტროლეთ ყველა შესრულებული დავალება, რათა დროულად შეამჩნიოთ შეცდომები და მიიღოთ ზომები მათ გამოსასწორებლად.

    მორიელი

    თამამად დანიშნეთ მოლაპარაკებები და შეხვედრები. დღეს კარგად მოაგვარებთ რთულ საკითხებს და მონახავთ კომპრომისის გზებს. შეგიძლიათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან და მეგობრებთან.

    მშვილდოსანი

    ნუ დარჩებით მხოლოდ საკუთარი ძალებისა და გამოცდილების იმედად, სასურველია, საჭირო დროს მიმართოთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით და კავშირებით, თავიდან აიცილებთ სერიოზულ შეცდომებს.

    თხის რქა

    ლიდერული თვისებების გამოვლენით და შეუპოვარი მოქმედებით გაააქტიურებთ არაკეთილმოსურნეებს. თუ გონივრულად მოიქცევით, შანსი გექნებათ, თავიდან აიცილოთ მოშურნეების და კონკურენტების დაპირისპირება.

    მერწყული

    შესაძლოა, თქვენს გარშემო ხდებოდეს ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით, ან ყველაფერი არ იცოდეთ მიღებულ დავალებაზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე და ისე იმოქმედეთ.

    თევზები

    შესაძლოა, ფიქრების ტყვეობაში აღმოჩნდეთ, თავი იჩინოს აზრთა დაპირისპირებამ. იყავით მოზომილი და მშვიდობიანად გაარკვიეთ წარმოქმნილი უთანხმოებები.