სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კოსტასთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს"- რა ხდება ლენუკასა და კოსტას შორის

    "კოსტასთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს"- რა ხდება ლენუკასა და კოსტას შორის
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლენუკა ყიფშიძემ ჟურნალ "გზაში" თავის პირად ცხოვრება ისაუბრა. იხილეთ მონაკვეთები ინტერვიუდან:

    ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
    - "რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვილი უკვე 22 წლის ხდება. მისი სახით, გვერდით კაცი მიდგას, თან ისეთი შვილი მყავს, რომლის შესახებაც სულ ვამბობ, ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიბოძა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. ვფიქრობ, ქალისთვის ეს უმნიშვნელოვანესია".

    როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
    - "შინაგანად პატარა ლენუკას - ბავშვს, რომელიც თითქოს უსუსურია, დაცვა სჭირდება, მაგრამ იმავდროულად ვხედავ ძლიერ და მიზანდასახულ ქალს".

    "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებიდან ბოლოს ვის შეხვდით?
    - "კოსტას და თამაზას. მათთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. ხალხიც ერთად აღგვიქვამს. გვწერენ - თქვენზე ვგიჟდებითო... გადაღებებზეც მე და კოსტას ან მე და თამაზას ერთად გვიწვევენ. ბოლო დროს, თამაზას არ ვაწუხებ: სულ მუშაობს, დატვირთული რეჟიმი აქვს"

    ხალხმა თქვენ შესახებ რა არ იცის და გინდათ, რომ იცოდეს?
    - "უცხო ადამიანებსაც უთქვამთ, რომ მეგობრული, გვერდში მდგომი ვარ. საერთოდ, ადამიანები მიყვარს. ვიღაცებმა რაღაც ვერ დაინახეს. პროექტში მონაწილეობისას მწერდნენ კიდეც, - რა ბოროტი ხარო! ეს გულზე ძალიან მხვდებოდა, რადგან ჩემს გულში ბოროტების ადგილი არაა, ეს არ მახასიათებს. შურიანი, ბოღმიანი არასდროს ვარ. ცუდს არასდროს არავის ვუსურვებ, ყველა მიყვარს. თითქოს გულში სიკეთე მიტრიალებს, მაგრამ ვიღაც ამას რომ ვერ ხედავს, გული მწყდება"