სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეიძლება იგივე ვერ ქნას, რაც კვარამ ,მაგრამ..."- რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე

    "შეიძლება იგივე ვერ ქნას, რაც კვარამ ,მაგრამ..."- რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამომწერებს გაუმხილა, რომ სულ მალე პროექტ "ამერიკის ვარსკვლავში" ვიხილავთ.

    "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია ამასთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს წერს და ნუცას წარმატებებს უსურვებს:

    "და აი ისიც, პირველი ქართველი მომღერალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში “American Idol”!!! ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, ლიუკ ბრაიანი. შეიძლება, მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, მთლად იგივეს გაკეთება ვერ შეძლოს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ გამოვა და გააოცებს ჟიურისაც და ამერიკულ სატელევიზიო აუდიტორიასაც და რაც მთავარია, საქართველოს ყველზე პოზიტიური მხრიდან წარმოაჩენს და ბევრ ამერიკელს აიძულებს დაგუგლონ ინფო საქართველოს შესახებ . შეგახსენებთ, რომ მან თავისი სადებიუტო ალბომი -“Nutsa 22”, და ასევე თავისი მრავალი ჰიტი, ჩვენთან “ბრავო რექორდსში” ჩაწერა. წარმატებები ნუცა ბუზალაძე "