სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: უმძიმესი კადრები - წითელ ზღვაში ზვიგენმა ქალი მოკლა

    VIDEO: უმძიმესი კადრები - წითელ ზღვაში ზვიგენმა ქალი მოკლა
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში ზვიგენმა წითელ ზღვაში მოცურავე ავსტრიელ ტურისტს ხელ-ფეხში უკბინა. ქალი მიღებული დაზიანებების გამო სანაპიროზე გამოსვლისას გარდაიცვალა.

    აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა პირველ ივლისს მოხდა. სოციალურ ქსელში ტრაგედიის თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა.

    თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სამაშველო სამსახურმა ძალიან დააგვიანა. ვიდეოჩანაწერი გრძელდება 1 წუთი და 17 წამი და ამ დროის განმავლობაში არცერთი მაშველი არ გამოჩენილა დაზარალებულს დასახმარებლად.

    კურორტზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამი დღით აკრძალა ცურვა, დაივინგი და თევზაობა.