სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

    პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, დაცვის მხარის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის თანახმაა წინასწარი პატიმრობის, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

    პროცესზე პოზიცია არ დაუფიქსირებია დაკავებულ დავით ცერცვაძეს. მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.

    ცნობისთვის, ქუთაისში, ყოფილმა ქმარმა, ახალგაზრდა ქალი მოკლა. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანება დანით ყელის არეში მიაყენა.