სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გოგონა რესტორანში ნამცხვრის ჭამის შემდეგ გარდაიცვალა

    გოგონა რესტორანში ნამცხვრის ჭამის შემდეგ გარდაიცვალა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მილანში, ვეგანურ რესტორანში ტირამისუს ჭამის შემდეგ 20 წლის გოგონას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

    გამოცემის ცნობით, მილანის პროკურატურა საქმეს აწარმოებს 4 ადამიანის წინააღმდეგ არაგანზრახ მკვლელობის, კომერციული საქმიანობისას განხორციელებული თაღლითობისა და არანამდვილი პროდუქტების რეალიზაციის კუთხით.

    გამოძიების თანახმად, პროდუქტში რძის კვალი აღმოჩნდა, გოგონა კი დაბადებიდანვე ალერგიული იყო რძეში შემავალ ცილებზე.

    20 წლის გოგონა თავის მეგობარ 26 წლის ბიჭთან ერთად ვეგანურ რესტორანში შევიდა, სადაც ტირამისუ შეჭამა და გონება დაკარგა.

    დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს, მალევე კი კომაში ჩავარდა. გოგონა 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.