სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "იდეალური პაემანი უნდა იყოს ინტიმური, სადაც ადამიანთან..." - კესო ბერუაშვილი

    "იდეალური პაემანი უნდა იყოს ინტიმური, სადაც ადამიანთან..." - კესო ბერუაშვილი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე, ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი გამომწერებს საკუთარ რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან იდეალური პაემნისთვის საჭირო ლოკაციები დაასახელა და განმარტა, რომ საქართველოში თითქმნის არავის ხვდება.

    "იდეალური პაემანი უნდა იყოს ძალიან მშვიდი, ინტიმური, სადაც ადამიანთან საუბარს შეძლებ. სადაც შეძლებ მის გაცნობას, მოსმენას, ხმაურიან ადგილებში, კლუბებში მე არ მივდივარ. ლოკაციის არჩევის საშუალებას ვაძლევ კაცს, თუ არ მომწონს მისი შერჩეული ადგილი, მერე მე ვთავაზობ. შემდეგ ვხვდებით, ვსაუბრობთ და ა.შ.

    მე საქართველოში პაემნისთვის ბევრი ადგილი არ ვიცი, რადგან აქ პაემნები არ მაქვს ხოლმე. მიზეზი იცით, ქართველი ბიჭები არ მომწონს. თუ მაქვს პაემანი და მშია, ალბათ სუშის რესტორანში მივდივარ, მარტივად, დასალევად ალბათ "რუმსი". გააჩნია რა ხასიათზე ვარ, შეიძლება, სუშის მერე სახლში წავიდე" - ამბობს კესო