სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ემოციური კადრები ნანგრევებიდან - "მალე გათბები ჩემო პატარა"

    VIDEO: ემოციური კადრები ნანგრევებიდან - "მალე გათბები ჩემო პატარა"
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორ ესაუბრება მაშველი მიწისძვრის შედეგად გადარჩენილ გოგონას.

    "მაშველები და ექიმები: გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა. გაჩერდით.. ნება მომეცი შენს მკლავს შევხედო. ძალიან ტკბილი და საოცრად ლამაზი ხარ.. კანკალებს, სცივა... მალე გათბები ჩემო პატარა... კარგი? წყალი ხომ არ გინდა? რაღაც გვინდა რომ გკითხოთ..

    5 წლის ჰაზალი: არა, ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ

    მაშველები და ექიმები: ჩვენო საყვარელო გოგო.. როგორი ყოჩაღი ხარ.. ახლა მე შრატს გაგიკეთებ კარგი? ეს დაგეხმარება, რომ მოძლიერდე. რამდენი წლის ხარ? შეგიძლია გვითხრა ან გვაჩვენო? აბა შემომხედე

    5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ

    მაშველები და ექიმები: სკოლაში დადიხარ? როგორი ყოჩაღი გოგო ხარ.

    5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ და სკოლაში ჯერ არ შევსულვარ.

    მაშველები: მაგრამ მალე დაიწყებ სკოლაში სიარულს. შემომხედე აბა, აქ რა არის? ხედავ ამას? თვლა იცი? აბა შეხედე, რამდენი თითია აქ?

    5 წლის ჰაზალი: ორი, ახლა უკვე ოთხი

    მაშველები და ექიმები: შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ, ჯერ სკოლაში არ დადიხარ და თვლა რა კარგად გცოდნია. შეგიძლია ხელი ასწიო? მუშტის შეკვრა შეგიძლია?

    5 წლის ჰაზალი: ხელის აწევა არ შემიძლია ახლა

    მაშველები და ექიმები: მოდი ვცადოთ აბა, ასწიე ხელი და მუშტი შეკარი. რა ლამაზი ხელები გაქვს და როგორი ყოჩაღი გოგო ხარ. შენი პატარა ფეხები უკვე ნელ-ნელა თბება. არ იმოძრაო. მკლავი გტკივა?

    5 წლის ჰაზალი: არა, მკლავი არ მტკივა.

    პ.ს. 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს", - წერს ბელა გომურიშვილი