სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჯულიანასა და ოთოს ახალ ფოტოებზე კომენტარები არ წყდება - "ულამაზესები ხართ, ქორწილი არ გვაწყენდა"

    ჯულიანასა და ოთოს ახალ ფოტოებზე კომენტარები არ წყდება - "ულამაზესები ხართ, ქორწილი არ გვაწყენდა"
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ.

    მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.

    ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი.

    ცოტა ხნის წინ ჯულიანამ თავისი და ოთოს ახალი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

    „ქორწილი არ გვაწყენდა“, „ულამაზესები ხართ“, – წერენ კომენტარებში.

    ჯულიანასა და ოთოს ახალ ფოტოებზე კომენტარები არ წყდება - "ულამაზესები ხართ, ქორწილი არ გვაწყენდა"