სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას" - დემნა გვასალია

    "უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას" - დემნა გვასალია
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია კამპანიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ Vogue-სთან საუბრობს და ამბობს:

    “ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ვერ მივხვდი, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების [სურათზე] დაყენება და ბავშვის შუაგულში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი აზრი და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან. ჩვენ არ უნდა გამოგვესახა ბავშვები სურათებში, რომლებიც მოიცავდა მათთან შეუსაბამო ობიექტებს. არავის, მათ შორის არც მე არ დამიყენებია საკითხი, რომ ეს შეუსაბამო იყო.

    იყო საკონტროლო პროცესები, ჩართული ხალხი – შიდა და გარე – მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას.”

    ბრენდი გასულ წელს, სადღესასწაული კომპანიის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან Balenciaga ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

    ბრენდმაც და დემნაცამ ბოდიში საჯაროდ უკვე არაერთხელ მოიხადეს.