სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: რატომ გაიქცა ნინო ჩხეიძე ჯერ არ დაწყებული პროექტიდან - იხილეთ კადრები

    VIDEO: რატომ გაიქცა ნინო ჩხეიძე ჯერ არ დაწყებული პროექტიდან - იხილეთ კადრები
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავი 2-ის ეთერში ხვალ, 11 თებერვალს ახალი გადაცემა "გამომწვევი თამაშები" იწყება. გადაცემა, რომელიც მაყურებელს ბევრ სახალისო კადრს პირდება, ყოველ შაბათს 21:30 ზე გავა.

    პროდიუსერი მამუკა გოგლიძე ამასთან დაკავშირებით საუბრობს.

    "რუსთავი 2-ის" ეთერში დაიწყება ნამდვილად გასართობი, გამომწვევი, მხიარული თამაშები, რომელიც ცოტ-ცოტა ადამიანის ადრენალინზეც იქნება დამოკიდებული. ეს თამაშები არანაირ საფრთხესთან დაკავშირებული არ იქნება, თუმცა, მოწვეულ სტუმრებს, ხშირ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფა მოუწევთ.

    გადაცემას ჩვენი არხის დილის წამყვანები, თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე გაუძღვებიან, რომლებიც ძალიან მხიარულები და ენერგიულები არიან. ასევე, სოცქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. არხმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. ვფიქრობ, პირველ გადაცემას ძალიან კარგად გაართვეს თავი.
    არხის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან სურდათ, რომ საღამოობით მართლა მხიარული, გასართობი გადაცემა ყოფილიყო, რომ მთელ ოჯახს, ყველას შეძლებოდა ნახვა. გადაცემა მხოლოდ დიდებისთვის არ არის - შეუძლიათ, შვილებსა და შვილიშვილებს მოუხმონ, აყურებინონ, გაართონ, შემდეგ უბრძანონ, რომ დაწვნენ და დაიძინონ.

    სტუმრები საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი სახეები იქნებიან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ჩვენი არხის წამყვანი სახეებიც.
    პირველ გადაცემაში გვეყოლებიან გიორგი ნაზღაიძე და ნინო ჩხეიძე, რომლებიც საოცრად თამაშობენ და აღფრთოვანებულები დარჩნენ, ასევე გაიგებთ, რატომ გაიქცა ნინო ჩხეიძე სტუდიიდან - ამას გადაცემის ბოლო, დასკვნით ნაწილში გაიგებთ. თუმცა, გეტყვით, რომ სულ არ გაქცეულა, დაგვიბრუნდა."