როგორც ჩანს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყველასგან განსხვავებული იქნება. რამდენიმე აკრძალვას, ალკოჰოლის შეზღუდვაც დაემატა.
იმისათვის, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური სასმელი მიირთვათ, საჭიროა აეროპორტებში მდებარე მაღაზიებით ისარგებლოთ, ან იგი Qatar Distribution Company-ის სპეციალურ მარკეტებში შეიძინოთ.
კიდევ ერთი არჩევანი სასტუმროს რესტორანია. ქსელურ მაღაზიებში ან ქუჩის ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ასევე, QDC-ის ქსელში შესული მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს 21 წლის და გარდა ამის დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტისა, თან ექსკლუზიური უფლებაც უნდა იქონიოს, რომელიც ყატარის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის შეძენის უფლებას ანიჭებს.
ნებართვის მოსაპოვებლად საჭიროა სახელფასო ამონაწერის, დასაქმებულობის წარდგენა, ასევე განცხადების დაწერა. ეს ნებართვა მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, რომელთაც ყატარში ცხოვრების მუდმივი უფლება აქვთ. საყურადღებოა, რომ თავად ნებართვის მოსაპოვებლდ გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო.
ამ გზით ყატარელები ებრძვიან ალკოჰოლის შავ ბაზარს.