ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.
1 ივლისს, იტალიურმა გრანდმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ქართველ ფეხბურთელს მიესალმა.
პოსტის კომენტარებში იტალიელმა ქომაგებმა ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
გთავაზობთ უცვლელად კომენტარებს:
"ბევრი მათგანი კი იმით ინტერესდება, თუ როგორ წარმოთქვან კლუბის ახალწვეულის სახელი".
"გთხოვთ, მითხარით, როგორ წარმოვთქვა მისი სახელი".
"მე მისი თამაშები ვნახე და დარწმუნებული ვარ, მის პოზიციაზე ყველას დიდ კონკურენციას გაუწევს".
"დაიმახსოვრეთ მისი სახელი, ის დიდი ვარსკვლავი გახდება".
"იმედია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვინმემ მასწავლეთ, როგორ ვთქვა ეს სახელი".
"ჩიავიჩა დავუძახო?"
"მიხარია, რომ ასეთი ტალანტი ჩვენი ფეხბურთელია".
"თუ მისი თამაშები არ გინახავთ, გეტყვით, რომ ჯადოქარია", - წერენ კომენტარებში "ნაპოლის" ფანები.