დღეს ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა. ფეხბურთელი 22 წლის გახდა.
მას რჩეულმა სოციალურ ქსელში მიულოცა დაბადების დღე წარწერით “გილოცავ, მიყვარხარ”
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სერია ა-ს 21-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და ანგარიშით 0:3 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩამ გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის მიხედვით 8.6 შეფასება დაიმსახურა.