თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის, ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ.სრულ სახელსა და გვარს “მეტრონომის” რედაქცია ჯერ არ ასაჯაროვებს, რადგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აღნიშნულ ფაქტთად დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ.
ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
წყარო: mixmetronome.ge