სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სად გაიზარდეთ? როგორ გაბედეთ ამ ხალხზე ხელის აღმართვა" - ბაჩო ხუროშვილი თსუ-ში მომხდარზე

    "სად გაიზარდეთ? როგორ გაბედეთ ამ ხალხზე ხელის აღმართვა" - ბაჩო ხუროშვილი თსუ-ში მომხდარზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაჩო ხუ­როშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

    "მთელი ჩემი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვარ და მათ პროსტესტსაც ყოველთვის მხარს ვუჭერდი. აი დღეს რაც მოხდა არის სირცხვილი და მომხდარს ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს თსუ-ს არ დაუმსახურებია. ის არაა მხოლოდ ცარიელი ედლები და მხოლოდ სახელი, ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა."

    "დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან," – წერს ბაჩო ხუროშვილი.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ თსუ-ში სტუდენტთა პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაზარალებული ადამიანების სააავდმყოფოში გადაყვანაც მოჰყვა.