სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნეტავ, წარსულში, ფილმის გამოსვლის დროს, დაბრუნება შემეძლოს”- რას წერს The Guardian “ცისფერ მთებზე”.

    "ნეტავ, წარსულში, ფილმის გამოსვლის დროს, დაბრუნება შემეძლოს”- რას წერს The Guardian “ცისფერ მთებზე”.
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    The Guardian-მა, ერთ-ერთმა გავლენიანმა მედიამ გამოაქვეყნა ელდარ შენგელაიას ფილმზე რეცენზია.
    “ბრწყინვალე ქართული აბსურდული სატირა საბჭოთა მენტალობაზე”- ასე აფასებს ავტორი ფილმ ცისფერ მთებს ანუ დაუჯერებელი ამბავი.

    "სატირა ალბათ საკმარისად ლმობიერი იყო იმისათვის, რომ ფილმი გადაღებულიყო და საბჭოთა სახელმწიფო პრიზიც მიეღო, თუმცა 2023 წლის პერსპექტივიდან ვხედავთ, რომ ეს საბჭოთა კავშირის გარდაუვალი ნგრევის ემოციებისგან დაცლილი წინასწარმეტყველება გახლდათ.

    "ნეტავ, წარსულში, ფილმის გამოსვლის დროს, დაბრუნება და შენგელაიასთვის იმის თქმა რომ შეგვეძლოს, მხოლოდ 6 წელიწადში ბერლინის კედელი დაინგრევა და მასთან ერთად მთელი საბჭოთა სისტემაცო, გაოცდებოდა? ალბათ მხოლოდ ის გააკვირვებდა, რომ ამდენი დრო დასჭირდა", — წერია სტატიაში.

    10 და 11 თებერვალს The Garden Cinema-ში ცისფერი მთებისა და თეთრი ქარავნის ჩვენება გაიმართება.