სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გორის პატრულმა დააკავა ქუთაისისკენ მიმავალი მძღოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არის მძღოლი

    გორის პატრულმა დააკავა ქუთაისისკენ მიმავალი მძღოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არის მძღოლი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ დილით, დაახლოებით 9 საათზე ავტობანზე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც გორის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი მანქანით ქუთაისისკენ მოძრაობდა. ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს და ალკოტესტის ჩატარება შესთავაზეს.

    მამაკაცმა არ ჩაიტარა ალკოტექსტი, რადგან მისი მტკიცებით, არ არის მძღოლი და არ არის ვალდებული შემოწმება ჩაიტაროს. რაც შეეხება ნამდვილ მძღოლს, მისი თქმით, მძღოლი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადავიდა მანქანიდან და არ იცის, სად წავიდა.

    წყარო – qartli.ge