სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ვინ შეასრულა ოთარ რამიშვილის სიმღერები "

    VIDEO: "ვინ შეასრულა ოთარ რამიშვილის სიმღერები "
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    11 თებერვალს დიდი საკონცერტო დარბაზი, რუსმა სატირიკოსმა გულიანად აცინა და ქართველების გული, ოთარ რამიშვილის სიმღერების შესრულებითაც მოიგო.

    "მადლობა, ჩემი მაყურებელო, ასეთი გულმხურვალე მიღებისთვის. თბილისში ჩატარებული კონცერტი დაუვიწყარი იყო" - კონცერტის შემდეგ დაპოსტა სოციალურ ქსელში.

    გალკინი შეეცადა "ბულბულის სტვენა" და "ფუტკარი, როგორც აფთიაქარი", თითქოსდა, ჩვენი კოლორიტი ავტორ-შემსრულების მანერაში შეესრულებინა.

    “პრაიმტაიმს” ესაუბრა მიხეილ რამიშვილი:

    "არ ვიცოდი ამ კონცერტის შესახებ, მამიდამ დამირეკა და მითხრა. სიმღერების შესრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ, ოჯახს არ დაგვკონტაქტებიან. საავტორო უფლებების ასოციაციიდან თუ აიღო ნებართვა, არც ეგ ვიცი.სიმართლე გითხრათ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ გალკინმა ოთარის სიმღერები შეასრულა. მისი პოლიტიკური შეხედულებიდან და ნიჭიერებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი სიმღერის არჩევას, ეტყობა, მის იუმორისტულ ნომრებს თუ შარჟებს, დაუკავშირა და მათი არჩევა, განპირობებული იყო სწორედ ამ ორი სიმღერის ტექსტით და შინაარსით. მით უმეტეს, საუკეთესო მელოდიები აქვს ამ სიმღერებს. სხვას ვერ გეტყვით, რატომ აარჩია. კონცერტს არ ვესწრებოდი.ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი ჩემთვის. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა ამ ფაქტით და გალკინის კონცერტსაც დაესწრებოდა. "პერესტროიკის" დროს, რუსეთიდან გარკვეული ადამიანები რომ ჩამოდიოდნენ, მამას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია."

    "გალკინი კარგი იუმორისტია, თავისი სტილი და ნიშა აქვს, თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და ქცევით მისაღები პიროვნებაა ჩემთვის. ის კრემლის და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგია დღეს. ამიტომ მისი პოზიციიდან გამომდინარე, მე არც მექნებოდა იმის სურვილი, ის მოსულიყო და ჩემგან ამ სიმღერების შესრულების ნებართა აეღო."