სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თოვლი, წვიმა, ქარბუქი- როგორია მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი

    თოვლი, წვიმა, ქარბუქი- როგორია მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდები და ძლიერი თოვა, რომელიც 19 თებერვლამდე გაგრძელდება.

    “დღეიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე - ლიპყინული და ზვავსაშიშროება.”

    “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.” - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.