2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი - 82-76 დაამარცხა.
მატჩის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, სადაც რატი ანდრონიკაშვილმა სასწაულები გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან დამარცხდენენ.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე კი 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია.
ესპანელთა მხრიდან კი საუკეთესო ლოპესი იყო, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.