სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა…“ – გრძნობენ თუ არა ცხოველები წინასწარ მიწისძვრას?

    "მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა…“ – გრძნობენ თუ არა ცხოველები წინასწარ მიწისძვრას?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 500 000 მიწისძვრა ხდება. აქედან 100 000 ადამიანისთვის საგრძნობია, 100-ს კი რეალური ზიანის მიყენება შეუძლია. ამასთან, დადგენილია, რომ სტიქიური უბედურებების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა დახოცილი ცხოველების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

    ადრე ცხოველები სტიქიური უბედურების ცოცხალ მაცნეებად მიაჩნდათ. ძველ საბერძნეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ სტიქიურ უბედურებებს. მიწის ვიბრაციას შესანიშნავად გრძნობენ სპილოებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ყურებით, არამედ ფეხებით „მოსმენაც“ შეუძლიათ, რადგან ფეხის ძირებში მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები აქვთ. მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, მიწისძვრის მოახლოებას ყველაზე ადრე მიწისქვეშა სოროებში მცხოვრები ცხოველები გრძნობენ – მიზეზი, რა თქმა უნდა, ნიადაგის ვიბრაციაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამით აიხსნას ცხოველთა უცნაური ქმედებები მიწისძვრის წინ.