სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ემოციური კადრები გერმანიიდან - სიურპრიზი გერმანიიდან დაბრუნებულ დათი ქოქრაშვილს

    VIDEO: ემოციური კადრები გერმანიიდან - სიურპრიზი გერმანიიდან დაბრუნებულ დათი ქოქრაშვილს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შარტავას ქუჩაზე დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილი, რამდენიმე საათის წინ,საქართველოში დაბრუნდა. კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ ახლობლები, რომლებიც ოჯახს აეროპორტში დახვდნენ.

    კადრებში ჩანს, რომ თანატოლებთან ერთად, დათის ძმებიც შეეგებნენ.

    შეგახსენებთ, რომ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მოგვიანებით, დათი ისრაელში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, ექიმებით რეკომენდაციით დაბრუნდა სამშობლოში, სადაც რეაბილიტაციის კურსს განაგრძობს.

    ნახეთ ვიდეო: