სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ" - რატი ანდრონიკაშვილი გამარჯვების შემდეგ

    "ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ" - რატი ანდრონიკაშვილი გამარჯვების შემდეგ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი - 82-76 დაამარცხა.

    მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული რატი ანდრონიკაშვილი გახლდათ, რომლის ანგარიშზე კი 17 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია.

    გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა კალათბურთელმა კომენტარი გააკეთა.

    "არა მგონია, რომ გუნდს ვულიდერე, უბრალოდ საჭირო მომენტში ბურთი მქონდა ხელში და შევძელი ჩაგდება. ყველამ იცის, ჩვენი ლიდერები ვინც არიან, რა თქმა უნდა, მათი და თითოეული მოთამაშის გარეშე, ვინც დღეს ითამაშა, არ გამოვიდოდა ეს მოგება.

    ნახეთ, ბექა ბექაურმა, როგორც ითამაშა, ალბათ, თვითონ ელოდა, ჩვენც გვინდოდა ასე რომ ეთამაშა, ყველა გაგვაოცა და ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ, თითოეული კალათბურთელის 100%-ით დახარჯვით.

    გულშემატკივარმაც დიდი წვლილი შეიტანა, დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ემოცია. კარგად დამამახსოვრდება ამ დარბაზში პირველი თამაში", - თქვა რატიმ.