სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველაფერი კარგად მახსოვს… რომ დაიბადე დიდი თოვლი იყო..." - ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭს ემშვიდობებიან

    "ყველაფერი კარგად მახსოვს… რომ დაიბადე დიდი თოვლი იყო..." - ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭს ემშვიდობებიან
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთი საშინელმა ტრაგედიამ შეძრა. სოფელ აცანაში 23 წლის ბიჭს გლოვობენ.


    9 თებერვლის ღამეს ტრაგიკულად დაიღუპა სოფლის მკვიდრი გია ბოლქვაძე.

    ახალგაზრდა ავტოავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილს ერთი თვის მოყვანილი მეუღლე დარჩა. ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ბავშვობის მეგობარი, მარიტა ჩხაიძე ემოციურად ემშვიდობება: „ძალიან ბევრი რამ მინდა დავწერო და სიტყვებს ვერ ვპოულობ.. ყველაფერი კარგად მახსოვს… რომ დაიბადე დიდი თოვლი იყო, მამიკო ამოვიდა კუთხეში ბიჭი გაჩნდაო… მერე ერთად გავიზარდეთ. თემური ბიძია რომ დაგინახავდა შემოგხვევდა შრომისგან დახეთქილ ხელებს, პატიოსანი და უდიერი შრომისგან… ნაზი დეიდა და დები თვალებში გიყურებდნენ საფიცარ გიალოს. ოთხი გოგოს მერე გაჩენილ ბიჭს. მერე ორივემ მამები დავკარგეთ და გაივსო კუთხე ობლებით. და ასე ცხვებოდა ჩვენი. ობლობის კვერი, შრომაში და წვალებაში. ცხოვრებამ უცებ დაგაკაცა, ბათუმიდან რომ ჩავედი გაზრდილი გიალო დამხვდა, დაკაცებული და სხვანაირი. გეტყობოდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ოჯახზე ზრუნვა და საოცარი შრომისმოყვარეობა, აი მხოლოდ პატიოსან კაცებს რომ ახასიათებთ ისეთი შრომისმოყვარეობა. არასოდეს არ გადაგიხვევია სიკეთის გზიდან, ყველა ვალდებულებას და გამოწვევას ამაყად და კაცურად ეროვნულ უმკლავდებოდი, პატიოსანი და ალალ-მართალი ცხოვრებით ყველას შეაყვარე თავი და 23 წლის ასაკში შენი სიტყვა თქვი ყველასთან. მშვიდად განისვენე ჩვენო დიდო ტკივილო, მამაშენთან, მამიკოსთან და ჩვენი უბნიდან წასულ ვაჟკაცებთან ერთად. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ სამუდამოდ…“ – წერს მარიტა ჩხაიძე.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ