სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს" - გივიკო დიდია

    "სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს" - გივიკო დიდია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
    “სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს .
    უნდა ნახო , ან ვერ ნახო და განწყობაც შესაბამისია .
    როცა დილას აუცილებლად გხვდება მისი SMS , კითხულობ რამდენჯერმე , თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს გეღიმება .
    სიყვარულია , როცა ღამით მასთან ლაპარაკში იძინებ , მისი ხმა გესმის და აქედან გამომდინარე ფერადია სიზმრებიც ))
    სიყვარულია , როცა ყავასაც კი მისი სურნელი , მისი გემო აქვს .
    სიყვარულია , როცა ჯერ წასული არ არის , რომ უკვე გენატრება .
    სიყვარულია , როცა ქუჩაში დადიხარ და იღიმი .
    სიყვარულია , როცა ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლებით გევსება თვალები .
    იმის გამო რომ ძალიან გიყვარს ,
    იმის გამო რომ ძალიან გენატრება ,
    ან იმის გამო რომ ძალიან ხარ გაბრაზებული და შესაბამისად მზად ხარ , დაუსრულებლად აკოცო რომ დაინახავ გაიქცე და ჩაეხუტო ან წამებით მოკლა ))
    სიყვარულია , როცა ბრაზდები და ხმას არ ცემ , ან უყვირი და ეჩხუბები და გეუბნები რომ არ ჭირდება შენი სახლში გაცილება ))
    სიყვარულია , როცა უყურებ და გეცინება მის ბავშურ საქციელებზე .
    სიყვარულია , როცა შეგიძლია ტვინი უბურღო და ოდნავადაც არ შეწუხდეს .
    სიყვარულია როცა ცდილობ შეცდომებზე მიუთითო , იმიტომ რომ ისევ მისთვის გინდა კარგი და ამ ყველაფერს ისე აღვიქვამს , თითქოს ისეთი არ გიყვარდეს როგორიც არის
    და წყინს-გებუტება .
    შენ კი , ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო ))
    სიყვარულია , როცა 5 წუთის მერე ერთად იცინით ამ ყველაფერზე .
    სიყვარულია , როცა პატარას )) და ათას საყვარლობას )) ეძახი და მას გული უჩუყდება .
    სიყვარულია , როცა მასთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია , ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს .
    სიყვარულია , როცა ახლა ამ წუთას ისე გენატრება , საცაა იტირებ .
    სიყვარულია , რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად როცა მასთან ხარ ,
    ვერავის ხედავ და არავინ გინდა .
    სიყვარულია , რომელიც არასოდეს დამთავრდება .
    დიდ სიყვარულს გისურვებთ “


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ