სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ" - ზუროსი გამარჯვების შემდეგ

    "ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ" - ზუროსი გამარჯვების შემდეგ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი - 82-76 დაამარცხა.

    მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან მოგების შემდეგ, ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.

    "პირველ რიგში ბედნიერი ვარ, თამაშით და ჩემი კალათბურთელებით, მათ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან აგრესიული დაცვა ვითამაშეთ და ხასიათი გამოვავლინეთ. ვულოცავ ყველა კალათბურთელს, ჩემს შტაბს, ექიმებს, რადგან ბევრი პრობლემა გვქონდა და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოთამაშეები მზად ყოფილიყვნენ. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, ახალ დარბაზში პირველ თამაშზე და საოცარი ატმოსფერო გვაჩუქეს. მათგან უდიდესი მუხტი მივიღეთ. ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ.

    ღეს დილით ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი მოთამაშეების თვალები, მათი სულისკვეთება, მივხვდი, რომ ერთად ბრძოლა და გამარჯვება შეგვეძლო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბოლო მატჩის შემდეგ რეაქციის გამოვლენა. დავინახე, რომ გუნდს ერთად ბრძოლა შეეძლო. მადლობა თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს, რომლებიც ახალგაზრდა მოთამაშეებს გაესაუბრნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდური სულისკვეთება.

    დაცვაში კარგი თამაში გამარჯვების საწინდარი იყო. ყველა კალათბურთელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ვიცით, რომ ევრობასკეტზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, ყველა ძლიერია, მაგრამ ველოდებით სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს. წინ გრძელი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, ერთი თამაში არაფერია, მთავარია სწორად ვიმუშაოთ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა.