სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გეგმა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა..." - დათი ქოქრაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

    "გეგმა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა..." - დათი ქოქრაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, შარტავას ქუჩაზე დაშავებული მოზარდი, დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

    აეროპორტში ოჯახს ახლობლები და დათის მეგობრები შეეგებნენ. ჩემს მთავრ საართველი დათის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი ვარაუდობს, რომ მოზარდს სხვა ქვეყანაშ ისევ წაიყვანენ.

    „ჩამოვედით, რაღაც პერიოდი შესვენება გვექნება, იმიტომ, რომ ბავშვი ძალიან გადაიღალა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობთ, სხვა ქვეყანაში წავიყვანთ. ალბათ, ამერიკაში წავიყვანთ, რომ შეძლონ და ახალი პროთეზი მოიფიქრონ, რომელიც უფრო გამოდგება და იმუშავებს. შევხედავთ, ჯერ არაფერი ვიცით, ბავშვს უხარია, რომ საქართველოში დაბრუნდა, ეგ არის მთავარი.” – ამბობს ირაკლი ქოქრაშვილი.

    თავად დათიმ "იმედის დღეში" სტუმრობისას აღნიშნა, რომ კარგად არის და ამერიკაში ცხოვრება უნდა.

    "კარგად ვარ... ცოტა დავიღალე... მე მინდა, რომ ამერიკაში წავიდე საცხოვრებლად. გეგმა არ მაქვს მაგრამ ძალიან მინდა" - ამბობს დათი