სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი თურქეთში

    ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი თურქეთში
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ
    დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის
    შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო
    ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ
    ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები
    და სპეციალიზებული მაშველები.

    ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ
    ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ
    სექტორზე ახორციელებს.

    ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან
    კოორდინაციით მუშაობს.

    სამაშველო ჯგუფი, აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით,
    კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა
    სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო
    მოწყობილობებით.

    ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო
    საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო
    სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი -
    თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად
    ხელმძღვანელობს.

    თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით
    გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და
    სამაშველო ღონისძიებებში სამაშველო
    ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის
    გადაწყვეტილებით იმყოფება.