სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: "ეს კაცი ხმას არუნდა იღებდეს და სხვები უნდა ლაპარაკობდნენ?" მაკა შალიკაშვილმა საიდუმლო გაამხილა

    PHOTO: "ეს კაცი ხმას არუნდა იღებდეს და სხვები უნდა ლაპარაკობდნენ?" მაკა შალიკაშვილმა საიდუმლო გაამხილა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მაკა შალიკაშვილს სურს პანტომიმის გენიოსი, ამირან შალიკაშვილი, რომელიც 2018წელს გარდაიცვალა, ახლა გააცნოს საზოგადოებას, როგორც პოეტი.

    მან გადაწყვიტა 22 მარტს, ამირანის დაბადებისდღეზე ჩაატაროს მისი შემოქმედებითი პირველი საღამო, სამწუხაროდ მის გარეშე.

    პრაიმტაიმ მაკა შალიკაშვილი პრაიმტაიმს უყვება: - ნათესაური კავშირი არ გვაქვს, მხოლოდ მოგვარეები ვართ. ერთხელ სოფო ლობჟანიძემ, პანტომიმის თეატრის მსახიობმა, ამირანის ბოლო დაბადების დღეზე მიმიყვანა. 79 წლის გახდა იმ დღეს. მაშინ დაგვიბარა - თქვენ, შალიკაშვილები, ერთად უნდა იყოთო. მისი შვილები და მე მიგულისხმა. მაშინ გამიკვირდა, ერთად როგორ უნდა ვიყოთ, მე ხომ არ ვარ პანტომიმის თეატრის მსახიობი; ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ სხვა მხრივ რანაირად-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ მას 14 წიგნი აქვს დაბეჭდილი, გადავწყვიტე, ლიტერატურის კუთხით გამეცნო ის საზოგადოებისთვის. ამირანის ბოლო კრებული - "დუმილის შემდეგ", მისმა ვაჟებმა გამოუშვეს, რადგან თავად უკვე ვეღარ მოესწრო გამომცემლობაში დატოვებული მასალის კრებულად ქცევას.

    22 მარტს პირველად ვისაუბრებთ ამირან შალიკაშვილზე, როგორც პოეტზე. მას მხოლოდ პოეტური კრებულები კი არ აქვს გამოცემული, არამედ აქვს პიესები, მოთხრობები. ამდენად შეუსწავლელია მისი ლიტერატურული შემოქმედება, სადაც დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო რამ იქნება..

    პატარა ბიჭი იყო აკაკი ხორავასთან რომ მეგობრობდა. საოცრად კითხულობდა ლექსებს. თურმე, აკაკის დაჰყავდა თავის წრეში და ლექსებს აკითხებდა. მამა ადამ ახალაძე ამბობდა ხოლმე, ეს კაცი ხმას არ უნდა იღებდეს და სხვები ლაპარაკობდნენო? საოცარი მეტყველება ჰქონდა, დიდებული მკითხველი იყო...

    ამდენად, აღმოჩნდა, რომ წლების შემდეგ, ამირანის ლექსებმა მართლა გაგვაერთიანა შალიკაშვილები. მე მისი ტექსტები უნდა გამოვიტანო სამზეოზე და უნდა უკვდავყო. როგორადაც შემეძლება, ისე აღვასრულებ დიდი ამირან შალიკაშვილის დანაბარებს...

    PHOTO: "ეს კაცი ხმას არუნდა იღებდეს და სხვები უნდა ლაპარაკობდნენ?" მაკა შალიკაშვილმა საიდუმლო გაამხილა