სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია”

    “ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია”
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით თურქეთში სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა, ამასთან დაკავშირებით თურქეთის ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს:

    ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია" - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ თურქულ მედიასთან განაცხადა.

    "თურქეთში, მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში ცივი ზამთარია, ამიტომ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. საქართველო ამ ყველაფერს საკმარისზე მეტს გვაწვდის. უფრო მეტიც, მიწისძვრის პირველ დღეებში საქართველომ თურქეთში სახანძრო ბრიგადა გაგზავნა. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო მეზობლად გვყავს. ეს ჰუმანიტარული დახმარება არის საქართველოს მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოყოფილი მილიონი ლარის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიერ ასეთი დიდი დახმარებისთვის ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი ძმების. მადლობა საქართველოს".