სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • " მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო" - სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

    " მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო" - სანდრა რულოვსი სააკაშვილზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიხეილ სააკაშვილის პირველმა მეუღლემ, ნიდერლანდელმა სანდრა რულოვსკიმ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

    ხოლო 5 წლის წინ, როდესაც სააკაშვილი სრულიად თავისუფალი უკრაინაში გახლდათ, სანდრამ ყოფილ ქმარზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ცოლობა არც ისე მარტივი იყო.

    "ვიცი, რომ ბევრ ქალს ასე არ შეუძლია და სხვანაირად უყურებს. მიშას ბევრი მტერი ჰყავს მისი პოლიტიკის გამო. მას ყოველთვის ემუქრებოდნენ პუტინიდან დაწყებული. ერთი ტყვია უნდა, ერთი უბედურება, ჩაიში ერთი წამალი… ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ძალიან დიდ რისკებზე მიდიოოდა. დაძაბული ცხოვრება აქვს და არ შეიძლება მე დავიწყო – აბა, ახლა შენ საღამოს ჩემთან უნდა მოხვიდე, აბა, მითხარი, სად იძინებ, სად დადიხარ… ამის თქმის უფლებას არ ვაძლევდი თავს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თამაშია პრეზიდენტობა, დიდ რისკებზე მიდის ქვეყნის გადასარჩენად და… ვაპატიებ… ეპატიება – ასეთი განწყობა მქონდა ყოველთვის" - განაცხადა სანდრამ.