სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორი ამინდი გველის დღეს? - ნახეთ უახლესი პროგნოზი

    როგორი ამინდი გველის დღეს? - ნახეთ უახლესი პროგნოზი
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებენ.

    16 თებერვალს ქუთაისში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
    თოვლიანი დღეა ფოთში და დღისით +64გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

    ზუგდიდშიც თოვლსვარაუდ ბენ. დღისით ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები. +2 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

    მესტიაში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

    თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

    თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით -1 ღამის ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

    გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

    ცხინვალში თოვლიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

    თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდები.
    უნალექოდ ჩაივლის დღე გურჯაანში. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

    სიღნაღში +4 გრადუსი და უნალექო დღეამოსალ ოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

    თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.