სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე მიშისტი არ ვარ! მაგრამ არც თქვენი მხარდამჭერი ვარ..." - უჩა აბაშიძის მიმართვა მთავრობას

    "მე მიშისტი არ ვარ! მაგრამ არც თქვენი მხარდამჭერი ვარ..." - უჩა აბაშიძის მიმართვა მთავრობას
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბლოგერი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

    ის მთავრობას მიმართავს.

    „მიმართვა საქართველოს მთავრობას:
    მე მიშისტი არ ვარ!
    არც თქვენი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვთვლი რო პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს ნორმალურად და თქვენ უნდა დამარცხდეთ არჩევნების გზით
    არავინ არ უნდა იქნეს დაჭერილი და დახვრეტილი, უნდა გადახვიდეთ ოპოზიციაში და მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომდევნო პოლიტიკურ ცხოვრებაში-ც
    მაგრამ
    ყველანაირი საზოგადოებრივი შეთანხმება, იმაზე რო ჩვენ თქვენ – გიწოდებთ “მთავრობას”
    გიხდით გადასახადებს, ვიცავთ საერთო წესებს, რომლებსაც თქვენ ადგენთ, ვემორჩილებით თქვენს დანიშნულ სასამართლოს და ა.შ.
    მთავრდება, როცა ქვეყნის მთავრობა მხილებულია ღალატში
    მეთანხმებით?
    რაც გინდა ის გააკეთეთ, რახან მოხვედით რუსეთის ტრაკის ლოკვაში პროფესიონალებად და ყველას დააჯერეთ რო რუსეთის ტრაკის ლოკვით გადაარჩენდით ქვეყანას
    მას მერე ბევრი რამე დათმეთ, ბორდერიზაცია, გადამწვარი სოფლები, აშენებული რუსული ბაზები
    მაგრამ, პრინციპში, შეიძლებოდა თქმა, რომ თქვენს ტრაკის ორგანიზებულად ლოკვის სტრატეგიას ჰქონდა თავისი დადებითი შედეგებიც
    იმ წამს, როცა რუსეთი ოფიციალურად მიიერთებს საქართველოს ტერიტორიას
    თქვენ აღარ იქნებით საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა
    ყველანაირი კონტრაქტი გაუქმდება
    მერე არ თქვათ არ ვიცოდით რა ხდებოდაო
    გააკეთეთ ყველაფერი, რაც “თქვენ” იცით და როგორც თქვენ იცით და “დაგითმოთ” რუსეთმა ის რო “ფურცელზე მაინც” ყველაფერი “ისე ეწეროს როგორც აქამდე”
    და მივიტანოთ ქვეყანა 2024-ის არჩევნებამდე
    და თუ მაინც მთელი მახინაციებით ისევ თქვენ მოიგებთ, ჯერ ხო ვერ გაგიგიათ რო დემოკრატიას სჭირდება მთავრობების ცვალებადობა, მარა არც ქვეყანა არ ყოფილა ის ქვეყანა სადაც მე მინდა ცხოვრება
    მარა ყველაფერი სამართლიანი იქნება, აზრობრივად შემიძლია გაგება და აღიარება რო ნუ ასეა და ჰა
    თუ საქართველოს ტერიტორიას დაიკანონებს ოკუპანტი და ჩვენი მთავრობა იმავე წამს არ დაიწყებს ტერიტორიული მთლიანობის გამყარების ოპერაციას
    ის მთავრობა – ამ ქვეყნის მთავრობა აღარ არის
    მერე არ თქვათ, ვიმეორებ – არ ვიცოდითო
    იმედია “ტრუხაა” ის ინფორმაცია, და იმედია თქვენ გაქვთ თქვენი გზები, როგორ აულოკოთ რუსეთს ისე – რო ეგ ნაბიჯი არ გადადგან და მივიდეთ 2024-ის საარჩევნო ურნებამდე იმ სტატუს ქვოთი რომელიც ეხლა გვაქ, მეც ეგ მინდა და ყველა მაგისთვის ვილოცებთ
    მერე არ თქვათ რუსეთმა დაგვაღალატაო
    მერე არ თქვათ ჯარი არ მოგვიმზადებია საამისოდო
    მერე არ თქვათ სამოქალაქო თავდაცვაზე არ გვიზრუნიაო
    და ამიტომ “ეხლა ვერაფერს ვეღარ ვიზამთო”
    მაგას არის რო გეუბნებით ამდენი ხანია, ამდენი ხანია უნდა გექნათ ეგ ყველაფერი და უნდა გცოდნოდათ ეგ ყველაფერი
    მთავრობის სიშტერე, როცა ტერიტორიის დაკარგვას ეხება საქმე, ღალატის ტოლფასია
    როგორც მიშა გადაყვა მაგას, გადაყვებით თქვენც
    ოღონდ მიშამ მოახერხა ისე ექნა რო 1-2 წელი “ვერ გამოვერკვიეთ” ჩვენ ნორმალურად რა მოხდა, და მერე გადაყვა…
    და ეხლა არის კონკრეტული წითელი ხაზი
    თორე თქვენც აკეთეთ ისე რო ბოლო 10 წელია “ფაქტობრივად” ყველაფერი მოხდა, მარა “ვერ გამოვერკვიეთ ჩვენ ჯერ კიდევ” რო დათმეთ ყველაფერი სინამდვილეში და ქე ზიხართ სკამებზე…
    მარა ეგ წითელი ხაზი დარჩენილია და ისევ ანათებს
    კიდე გავიმეორებ – იმედია არ იზამს რუსეთი არაფერს და რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკეთ ჩვენი დამსახურებაა და იმიტო არ ქნესო, იყოს მასე, მიითვალეთ – ჩაგეთვალოთ
    შედეგი ეგ იყოს და სულერთია
    მივიტანოთ როგორც ვართ არჩევნებამდე და ომის დასრულებამდე და იქ დავილაპარაკოთ” , – წერს აბაშიძე.