სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არა მონობას" - რა მოხდა სპარში შრომის ინსპექციის მისვლის შემდეგ?

    "არა მონობას" - რა მოხდა სპარში შრომის ინსპექციის მისვლის შემდეგ?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ორგანიზაცია “არა მონობას” ავრცელებს წერილს და ფოტოს:
    “”🗣️ ❌ სპარი SPAR Georgia რომ ყველაზე ცუდი დამსაქმებელია ხომ ყველამ ვიცით მაგრამ ‼️‼️ახლა კიდევ უფრო მაგარი უნდა გითხრათ!
    ცოტახნის წინ სპარის ერთ- ერთმა თანამშრომელმა მოგვმართა დახმარების თხოვნით.
    ❌ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა კომპანიას აენაზღაურებინათ მისთვის ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები, გადმოეცათ მისთვის ნამუშევარი დროის შესახებ ინფორმაცია და ფილიალში დაემატებიათ კადრები , რადგან გაუსაძლისი იყო ერთდროულად ათი ადამიანის საქმის კეთება. ❗️მაღაზიაში მყოფი 2-3 თანამშრომელი გადამწვარი და გაუბედურებულები იყვნენ (ერთდროულად ასრულებდნენ დამლაგებლის, დაცვის, მოლარის, კონსულტანტის, მენეჯერისა და სხვ. ფუქციებს).
    ‼️ყოველ მიმართვაზე კომპანია დაზეპირებული ტექსით პასუხობდა რომ ზეგანაკვეთურად ნამუშევარ დროსაც უნაზღაურებდა და მათი მხრიდან დარღვევებსაც არ ჰქონია ადგილი. 🤡
    ‼️ჰოდა დასაქმებულმა ჩვენი დახმარებით მიმართა შრომის ინსპექციას და მოთხოვნილ იქნა სპარის კონკრეტული ფილიალის შემოწმება.
    ❗️რათქმაუნდა ინსპექცია შევიდა სპარში და დაიწყო მოკვლევა.
    🤡🤡 და იცით რა გააკეთა სპარმა ამის საპასუხოდ?? ❌❌ თანამშრომელი, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ და შევუქმნათ ღირსეული შრომის პირობები ( ფაქტიურად თავად სპარის გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ) გაანთავისუფლა იმ იმედით რომ თავიდან მოიშორებდნენ ” თავის ტკივილს” და გაუარესებული პირობები და თანამდებობა შესთავაზეს. რა თქმა უნდა წინადადება ყოვლად მიუღებელია მაგრამ ამ ადამიანს აქვს რთული ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა იძულებული გახდა დათანხმებოდა გაუარესებული პირობებით მუშაობას.
    ☝️მაააგრამ ამ ნაბიჯით მათ ვერ შეგვაჩერეს ჩვენ! ☝️
    ❌❌შრომის ინსპექციამ დაასრულა მოკვლევა და დაადგინა რომ კომპანია სპარი აღნიშნულ ფილიალში თანამშრომლების მიმართ უხეშად არღვევს შრომის უფლებებს.
    კერძოდ :
    1. ❌ამუშავებს მათ ზეგანაკვეთურად და კანონით დადგენილი წესით არ ახდენს ნამუშევარი ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას,
    2.❌არ აძლევს თანამშრომლებს კანონით დადგენილ, ცვლებს შორის არსებული დასკვნების უფლების გამოყენების საშუალებას იმ ოდენობით რაც გათვალისწინებულია კანონით,
    3.❌არღვევს შრომის კოდექსს და თანამშრომლებს კვირაში 40 საათზე მეტს ამუშავებს
    4. ❌არ აღრიცხავდა კანონის შესაბამისად ნამუშევარ დროს.!
    ☝️რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ???
    ❗️❗️ვინაცვლებთ სასამართლოში!! ❗️❗️
    ‼️შრომის ინსპექციამ უკვე თქვა თავისი სათქმელი!
    კომპანია სპარი უხეშად არღვევდა თანამშრომლების უფლებებს!
    ☝️ახლა სასამართლოს ჯერია!
    💪ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად გაცნობებთ სიახლეებსაც.
    სპარი ახლაც გამობრძანდით დაზეპირებული სიტყვებით და დაგვაჯერეთ რომ თქვენთან ლომი და ბატკანი ერთად ძოვენ ბალახს!
    💪ჩვენ გვჯერა რომ ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა!
    #არამონობას”