სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საპატრიარქოს ეს წლები ხმა არ ამოუღია" - ვახო სანაია

    "საპატრიარქოს ეს წლები ხმა არ ამოუღია" - ვახო სანაია
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საპარტიარქოს ბოლოდროინდელ პოლიტიკას უკავშირდება.

    „საპატრიარქოს ეს წლები ხმა არ ამოუღია გელათზე. მის თვალწინ ნადგურდებოდა, მაგრამ არ აწყობდა ლაპარაკი და ,,ქართულ ოცნებასთან” პრობლემები.
    სამაგიეროდ, გარეჯის თემაზე გადასარევად მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. უპრობლემოდ შეუწყო ხელი ორი ადამიანის დაპატიმრებას.
    ჩაიარა არჩევნებმა და დამშვიდდა საპატრიარქოც. აღარ აქტიურობენ გარეჯზე.
    ახლა პოლიტიკურად აწყობს და ამიტომ ხმაურობს გელათზე საპატრიარქო.
    რა დროს გარეჯი და გელათია – პოლიტიკურ ინტრიგებში არიან გახლართული“ , – წერს სანაია.