სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სანდრო მამუკელაშვილის მორიგი ტრიუმფი - ის ამომავალი ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს

    სანდრო მამუკელაშვილის მორიგი ტრიუმფი - ის ამომავალი ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ALL STAR 2023 NBA-ის ამომავალი ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს.

    როგორც ცნობილია, მამუკელაშვილი 2017 წლიდან “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავდა, კოლეჯიდან კი კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

    შეგახსენებთ, რომ NBA-ში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს. ბითაძე ამჟამად “ინდიანა პეისერსის” ღირსებას იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთდროულად ორი ქართველი ითამაშებს.