სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ბრავო უკრაინას - როგორ გააქციეს რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან

    VIDEO: ბრავო უკრაინას - როგორ გააქციეს რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან
    2 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ განდევნეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან.

    "ვერ გაუძლეს ჩვენი საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ცეცხლს, ოკუპანტებმა დატოვეს ზმეინის კუნძული. დაბალი ქედი უკრაინული ბოგდანის თვითმავალი ჰაუბიცის დიზაინერებისა და მწარმოებლების წინაშე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კუნძულის განთავისუფლებაში. მადლობა უცხოელ პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის", - ასე წერს მთავარსარდალი საკუთარ შეტყობინებაში.

    აღსანინავია, რომ კუნძულის დატოვების შესახებ ინფორმაცია რუსებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან თითქოსდა კეთილგანწყობის გამოხატულება იყო.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ