სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენობის კედლები აგურით არის ნაგები, რომელშიც თაღოვანი ნიშებია დატანებული." - რა აღმოაჩინეს კახეთში?

    "შენობის კედლები აგურით არის ნაგები, რომელშიც თაღოვანი ნიშებია დატანებული." - რა აღმოაჩინეს კახეთში?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გურჯაანის სოფელ ველისციხეში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მშენებლებმა აგურით ნაშენი კედლები, ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს.

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, შენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე საუკუნეს უნდა ითვლიდეს.

    „შენობის კედლები აგურით არის ნაგები, რომელშიც თაღოვანი ნიშებია დატანებული. ერთ ნიშაში კი ძვლებია შელაგებული. ჯერჯერობით, თარიღის დასახელება მიჭირს, მაგრამ იმდენად ღრმად არის, ვვარაუდობ, რომ რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნანახია ადამიანის ძვლები და თავის ქალაც. დღეს ველოდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს და ძველი ნაგებობის ფრაგმენტებს ადგილზე შევისწავლით“,- განაცხადა მარკოზაშვილმა. სოფელი ველისციხე, ისტორიულ წყაროებში, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს და ძველი ნაგებობის ფრაგმენტებს ადგილზე შევისწავლით“,– განაცხადა მარკოზაშვილმა.

    წყარო: primetime.ge