სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა მოხდა ამბროლაურში? - "ბიჭის ცხედარს ბუჩქებში მიაგნეს"

    რა მოხდა ამბროლაურში? - "ბიჭის ცხედარს ბუჩქებში მიაგნეს"
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ამბროლაურში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას, სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა და მიატოვეს.

    „ახალგაზრდა ბიჭი ნახეს სოფელ ბოსტანაში, ბუჩქებში იყო მიგდებული. სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა და მიატოვეს. მარტო ცხოვრობდა. დეიდასთან იყო სტუმრად და როდესაც სახლიდან გავიდა, აღარ დაბრუნებულა. შემდეგ ტელეფონით მიაგნეს. ყველანი შეწუხებულები ვართ. ასევე გავიგეთ, რომ მძღოლი ნასვამი იყო“,- ამბობენ ადგილობრივები.

    როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფაქტზე დაკავებულია ორი ადამიანი. შსს-ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე და 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ავტოსაგზაო შემთხვევას