სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით..." - კვარაცხელიას საქციელმა საზოგადოება აღაფრთოვანა

    "სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით..." - კვარაცხელიას საქციელმა საზოგადოება აღაფრთოვანა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წარმატებულ ახალგაზრდას, თიკო ლაგვილავას სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი სახსრები გამოუყო - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    "სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით,ის რომ მიუხედავად მანძილისა მუდამ ჩვენს გვერდითაა ესეც ძალიან კარგად ვიცით,ის რომ ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეგეც ყველამ ვიცით. თიკო ლაგვილავას სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!!!!!

    შეგახსენებთ: მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია 2023 წლის მაისში, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი. თიკო კი არჩეულია ერთ ერთ დელეგატად", - წერს სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში.