ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, დათოვლილ და მოყინულ გზაზე მერის წარმომადგენელი, ოთარ ელიაშვლი ტექნიკურ მარილს ხელით ყრის, – ინფორმაციას ამის შესახებ ენმ -ს წევრი, თამარ დიასამიძე ავრცელებს.
“მოსახლეობამ დამირეკა და მთხოვეს გამერკვია ,თუ რატომ არ მოხდა მოხისში გზის გაწმენდა, როდესაც რწმუნებულს ეს კითხვა დავუსვი, მითხრა რომ ჩემი საქმე არ იყო და მარილის სახეში შემოყრით დამემუქრა”,– ამბობს დიასამიძე.
მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა შეუქმნა სოფლის მაცხოვრებლებს, როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად მოსირულეებს