სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსებს ტყვეებისაც კი ეშინოდათ - ავტოსტალის ტყვეობიდან დახსნილი მესაზღვრე რუსებზე საუბრობს

    რუსებს ტყვეებისაც კი ეშინოდათ - ავტოსტალის ტყვეობიდან დახსნილი მესაზღვრე რუსებზე საუბრობს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა გაათავისუფლეს რუსების ტყვეობაში მყოფი მესაზღვრეები, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნიდან აიყვანეს. ერთ-ერთ მათგანი მესაზღვრე პაველ პიკოვეცი იყო. ის იხსენებს, თუ როგორ ექცეოდნენ რუსი ოკუპანტები მას და მის თანამებრძოლებს.

    "მინდა, ყველაფერი სიზმარივით დავივიწყო. ვერ ვიტყვი, რომ იქ რაიმე ხერხით გვაწამებდნენ. ჩვენ, მათ, ვინც "აზოვსტალიდან" ვიყავით, რაღაც გამორჩეულად გვექცეოდნენ… ან ჩვენდამი პატივისცემა ჰქონდათ, ან ეშინოდათ, ან რაიმე სხვა იყო, არ ვიცი. მაგრამ ისე გვიყურებდნენ, როგორც მეომრებს", - ამბობს პიკოვეცი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ მცირე ინტერვიუში.

    პაველ პიკოვეცი 15 აპრილს დაიჭრა, რის შემდეგაც, ის მარიუპოლის ქარხნის თავშესაფარში მოწყობილ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ მედიკოსებმა ჭრილობიდან ნამსხვრევები ამოუღეს და გიფსი დაადეს.