სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისრაელმა სირიის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

    ისრაელმა სირიის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ღამით ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და მის გარე უბნებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. რაკეტა, ასევე ,მოხვდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, სარაკეტო შეტევისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

    შეტევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, დედაქალაქის ცენტრში, უმაიადის მოედანთან.
    სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, თავდასხმა სირიის პრეზიდენტის რეზიდენციასთან განხორციელდა.

    ირანული წყაროები ირწმუნებიან, რომ სირიას ისრაელის თვითმფრინავები დაესხნენ თავს. ოფიციალურად, ისრაელი ამ ოპერაციაში თავის მონაწილეობაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლება იშვიათად აკეთებს განცხადებებს თავდასხმების შესახებ.