საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოძალადე ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და განადგურებას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველს განადგურების სცენარი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
"მე ვამაყობ, რომ მე პირველმა, საქართველოს ისტორიაში ავწიე ევროკავშირის დროშა და ამ არარაობებმა დაუშვეს, რომ ვიღაც ორკებმა ეს ევროკავშირის დროშა დაუშვეს ქვემოთ და ეს არის ზუსტად, საქართველოს სახელმწიფოს განადგურების სცენარი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე რადიკალურის ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკაშვირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.