18 თებერვალს ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტის კაბინა, რომელშიც ბებია და მცირეწლოვანი შვილიშვილიიმყოფებოდნენ ჩავარდა.
საბედნიეროდ შემთხვევას მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. გავრცელებული ცნობით, ლიფტის კაბინა მე-12 სართულიდან მოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა.
ადგილობრივები მომხდარს ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ.
"როგორ მეშველა ხალხისთვის არ ვიცოდი. ყვიროდნენ, გვიშველეთ, გვიშველეთო და მთელი ხალხი თავზე მახტებოდა, მორბოდნენ და ვერ ვშველოდი, დაკეტილია ჰერმეტულად, რას უზამ? ტრიალებდა ის "კარობკა“ შიგნიდან და დაჟეჟილები არიან“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
წყარო: primetime.ge