სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩახუტება – ისტორიული კადრი, რომელმაც წამებში მსოფლიო მოიარა

    PHOTO: ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩახუტება – ისტორიული კადრი, რომელმაც წამებში მსოფლიო მოიარა
    2 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარება დააანონსა.

    პრესკონფერენციაზე, რომემლიც ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.

    როგორც ზელენსკიმ აღნიშნა მან და ბაიდენმა ისაუბრეს შორი მოქმედების იარაღზე და იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება კვლავ მიეწოდოს უკრაინას, მათ შორის იარაღებზე, რომელიც კიევისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ.

    სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობაზე:

    “ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას”, – თქვა ბაიდენმა.

    ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩახუტება – ისტორიული კადრი, რომელმაც წამებში მსოფლიო მოიარა:

    PHOTO: ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩახუტება – ისტორიული კადრი, რომელმაც წამებში მსოფლიო მოიარა



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ